Ipsos

IPSOS: გამოკითხულთა 90% თვლის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია

მთავარი

ტელეკომპანია მთავარის დაკვეთით ფრანგულმა კვლევითმა ცენტრმა Ipsos-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა.  

კითხვაზე არის თუ არა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი, მოსახლეობის 90% ამბობს, რომ არის.

ამასთან ერთად, კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 32% ამბობს, რომ ქართულ ოცნებას მისცემს, ნაციონალური მოძრაობას - 23%; საქართველოსთვის - 8%.

გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 7-დან 17 ივნისის ჩათვლით. სულ პირისპირ გასაუბრებით გამოჰკითხა 18 წელს ზემოთ ასაკის ათასი რესპონდენტი, რომლებიც შემთხვევითი პრინციპით იქნენ შერჩეულნი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.

კომენტარები