გავრილოვის ღამე

ბოკერია 20 ივნისზე: 2 წლის თავზე ქვეყანაში კვლავ იმ ხელისუფლების ყოლა დიდი გამოწვევაა

ახლა ჩვენ გვაქვს ისტორიული შანსი, ალბათ, თაობების განმავლობაში არასოდეს საქართველო არ ყოფილა ასე ახლოს, რომ თავისუფალ ერთა ოჯახში დავბრუნდეთ და საფრთხე, მოვსპოთ თუ არა, 100-ჯერ შევამციროთ, რომ ვინმემ წაგვართვას ჩვენი თავისუფლება. ოღონდ ეს ფანჯარა არ არის მუდმივად ღია და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს შანსი გავუშვათ. 2 წლის თავზე კვლავ იმ ხელისუფლების ყოლა ქვეყანაში, რომელიც ასეთ საფრთხეს წარმოადგენს, დიდი გამოწვევაა. 

[...] მოქალაქეებმა ყველა მიზეზის, იმედგაცრუების მიუხედავად, რაც მათ აქვთ პოლიტიკური ცხოვრების ან პარტიების მიმართ, რაც ყველას გვესმის, არ გამოიტანონ დასკვნა, რომ აზრი არ აქვს ბრძოლას. ჩვენ არ გვაქვს ხელების ჩამოშვების უფლება. ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს და ჩვეულებრივ მოქალაქეებს გვაქვს მოვალეობა, რომ შემდეგი თვეები, შემდეგი წელი, რამდენიც დასჭირდება, ძალები მოვიკრიბოთ, რწმენა გავიმყაროთ, საკუთარ თავში ჩვენი მომავლის ნდობა გავაჩინოთ და ყველა ლეგიტიმური მეთოდით ეს ხელისუფლება დავასრულოთ. 

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან 2 წლის თავზე გამართულ აქციაზე.

კომენტარები