გავრილოვის ღამე

ხოშტარია: ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ 20 ივნისს დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიდეს

ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა არის ანტისაოკუპაციო, ანტირუსულ განწყობაზე, უბრალოდ, ბევრი ფაქტორია, რატომაც ხდება ეს. ამ ხელისუფლებამ გარყვნა ძალიან ბევრი რაღაც, წვეთ-წვეთად რუსეთი შემოაპარა სხვადასხვა გზით ჩვენს საზოგადოებაში და, მეორე, მე არ მინდა, გავექცე ამ პასუხისმგებლობას - ჩვენი, ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რამდენად გაერთიანებული ვიქნებით ყველა ის ადამიანი, ვინც ვაპროტესტებთ 20 ივნისს. ბევრად მეტი ადამიანი აპროტესტებს 20 ივნისს, მაგრამ აქ არ არის.

ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ 20 ივნისს დაწყებული ბრძოლა მივიდეს ბოლომდე. ის ბრძოლა არ ყოფილა უბრალოდ კობახიძის ან გახარიას წინააღმდეგ ბრძოლა. ეს იყო ბრძოლა, რომ ჩვენ არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, რომელსაც ოლიგარქი მართავს, ჩვენ ვიბრძვით რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის. 

თქვა მოძრაობა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან 2 წლის თავზე გამართულ აქციაზე. 

კომენტარები