20 ივნისის შემდეგ გიორგი გახარია იყო ამორალური თავდასხმის ობიექტი ოპოზიციის მხრიდან. თქვენ გახსოვთ ტერმინების მოფიქრება, იქ "თვალთხარია" და ასე შემდეგ, თქვენ გახსოვთ, რომ ერთ-ერთი ე.წ. უფლებადამცველი მისი მობილური ნომერს აცხადებდა აქციაზე, გახსოვთ მასზე სპეციალურად შექმნილი სიმღერა, რომ თითქოს გახარიას უხარია ვიღაცის თვალის დათხრა და ა.შ. ეს იყო ამორალური შტურმი და ასეთ დროს გუნდის წევრების ვალია, რომ თანაგუნდელი დაიცვან. ეს იყო ამორალური შტურმი და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ჩვენი მორალური და პოლიტიკური ვალი მისი დაცვა იყო. 20 ივნისს ერთადერთი თვალთხარია იყო ნიკანორ მელია და ნაციონალური მოძრაობა.
tbl.ge/5l3i
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში 20 ივნისის შესახებ.
ამავე თემაზე
- მაკო გომურმა შსს-ს სასამართლოში უჩივლა
- გახარია გავრილოვზე: შეცდომა იყო ამ ღონისძიების საქართველოში, პარლამენტში ჩატარება
- 20 ივნისს დაზარალებული ლუკა პეტრიაშვილისთვის სახელმწიფოს 35 000 ლარის გადახდა დაეკისრა
- პრემიერი გახარიაზე: 20 ივნისს ხალხს აყურებინა, როგორ სცემდნენ ენმ-ის წევრები სპეცრაზმელებს
- ბოკერია 20 ივნისზე: 2 წლის თავზე ქვეყანაში კვლავ იმ ხელისუფლების ყოლა დიდი გამოწვევაა