ვაქცინაცია

ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით წყვეტა არ გვაქვს

ამ ეტაპისთვის ჩვენ წყვეტა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით არ გვაქვს. ჩვენ გვესმის არაერთი საყვედური, წელიწადზე მეტია, გვესმის საყვედურები, რომ ჩვენ რაღაცას ვაგვიანებთ, არ ვაკეთებთ თანმიმდევრულად და ა.შ. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, სახელმწიფომ, ჯანდაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, შეიმუშავეს ვაქცინაციის კალენდარი, თუ როგორ და რა ეტაპობრიობით უნდა მომხდარიყო საქართველოში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ჩვენი მოქალაქეების ვაქცინირება და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამ კალენდრის სრულ თანხვედრაში ვართ და ძალიან რთული იქნება ჯანდაცვის სამინისტროსთვის საყვედურების მიღება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ შედეგები

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის ეთერში ვაქცინაციის პროცესის შესახებ.

კომენტარები