ბაიდენის და პუტინის შეხვედრა

აშშ და რუსეთი სტრატეგიულ სტაბილურობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ვლადიმირ პუტინი და ჯო ბაიდენი
Brendan Smialowski/AFP/Getty Images

თეთრმა სახლმა ბაიდენ-პუტინის სამიტის შემდეგ სტრატეგიულ სტაბილურობაზე აშშ-სა და რუსეთის ერთობლივი განცხადება გაავრცელა:

"ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, აღვნიშნავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებს და რუსეთს დაძაბულობის დროსაც შეუძლიათ წინ გადადგან ნაბიჯები საერთო მიზნებისთვის, სტრატეგიულ სფეროში პროგნოზირებადობის უზრუნველყოფისთვის, შეიარაღებული კონფლიქტების რისკის და ბირთვული ომის საფრთხის შემცირებისთვის.

ახალი START შეთანხმების გახანგრძლივება მაგალითია ბირთვული იარაღის კონტროლის მიმართ ჩვენი ერთგულების. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია და ის არასოდეს უნდა მოხდეს.

ამ მიზნებთან შეთავსებით, შეერთებული შტატები და რუსეთი უახლოეს მომავალში ერთად დაიწყებენ ინტეგრირებულ, ორმხრივ სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგს, რომელიც იქნება წინასწარგანზრახული და ძლიერი. ამ დიალოგის საშუალებით, ჩვენი მიზანია, საფუძველი ჩავუყაროთ სამომავლოდ იარაღის კონტროლსა და შეიარაღების შემცირების ზომებს."

ჟენევაში პუტინის და ბაიდენის სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთი გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. მეორე სესია 45-წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო და 65 წუთი გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

ლიდერებმა პრესკონფერენციები სამიტის დასრულების შემდეგ ცალ-ცალკე გამართებს. ბაიდენმაც და პუტნმაც შეხვედრა დადებითად შეაფასეს.

კომენტარები