ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

ჟენევაში ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის სამიტი დასრულდა

ჯო ბაიდენის და პუტინის შეხვედრა ჟენევაში, 16 ივნისის 2021 წელი
Mikhail Metzel/TASS/Getty Images

ჟენევაში ჯო ბაიდენის და ვლადიმირ პუტინის სამიტი დასრულდა. სამიტი ორ სესიად ჩატარდა. პირველი სესია 93 წუთი გაგრძელდა და მას პრეზიდენტების გარდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ.

მეორე სესია 45-წუთიანი შესვენების შემდეგ დაიწყო და 65 წუთი გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა. მეორე სესიას ქვეყნის მინისტრები და მრჩევლები ესწრებოდნენ.

აშშ-ს მხრიდან სამიტის მეორე სესიას ესწრებოდნენ: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, უშიშროების საკითხებში ბაიდენის მრჩეველი ჯეიკ სალივანი, პოლიტიკურ საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რუსეთის საკითხებში მრჩეველი და უშიშროების საბჭოს წევრი ერიკ გრინი, აშშ-ს ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი.

ხოლო რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი, გენერალური შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი, პუტინის სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში ალექსანდრ ლავრენტიევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დმიტრი კოზაკი.

ბაიდენმა შეხვედრის ადგილი დატოვა. პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას არ გამართავენ და ჟურნალისტებს ცალ-ცალკე შეხვდებიან.

კომენტარები