ქართული ოცნება

მეზვრიშვილი კობახიძეზე: კონსტიტუციონალისტობაზე აქვს პრეტენზია, ვუყურებდი და ცოტა შევშფოთდი

იურისტია ის ადამიანი [ირაკლი კობახიძე] რომელიც გუშინ ეთერში საუბრობდა, თან მაღალი დონის კონსტიტუციონალისტობაზე აქვს პრეტენზია. პირდაპირ ეთერში დანაშაულის ნიშნების შემცველ ინფორმაციას ავრცელებს, ზღაპრებს ჰყვება და როცა ვეუბნებით, რომ დაიწყონ გამოძიება, იმდენად არ სცემს პატივს ინსტიტუტებს, არ აინტერესებს, აკნინებს სამართალდამცავ ორგანოებს, უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას, რომ მათ მივმართავთ და ის გვცემს პასუხს, რომ მისი გაცხადებები არ შეიცავს დანაშუალის ნიშნებს.

[...] საკუთარ ამომრჩეველსაც შეურაცხყოფას აყენებს ქართული ოცნება. გუშინ პირდაპირ გეტყვით, ვუყურებდი მე ამ ადამიანს და, სიმართლე გითხრათ, ცოტა შევშფოთდი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოებაც შეშფოთდა. შემაშფოთა იმან, რომ ასეთი დამიანები არიან დღეს სახელმწიფო მართვის სადავეებთან, ასეთ ადამიანებს ქვეყნის უსაფრთხოება აბარიათ, ქვეყნსის ბედი აბარიათ.

ამბობს პარტია საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი, ნათია მეზვრიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარეზე, ირაკლი კობახიძეზე ტელეკომაპნია პირველის ეთერში. 

გუშინ, 14 ივნისს, პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიაზე თქვა, რომ მას ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან პარტნიორობის მერკანტილური მიზეზი ჰქონდა. კოაბახიძე ასევე ეჭვობს, რომ 20 ივნისს გახარიას ქმედებები სააკაშვილთან იყო დაკავშირებული და "დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან".

კომენტარები