საგარეო ვაჭრობა

თურნავა: ექსპორტი 2019 წლის მაისის დონეზეა, არ შემცირებულა

2019 წლის მაისთან შედარებით, ექსპორტი, პრაქტიკულად, იგივე დონეზეა, არ შემცირებულა. შეგახსენებთ, რომ 2019 წელი, ექსპორტის თვალსაზრისით, იყო რეკორდული წელიწადი, აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს უკვე 2021 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ მძვინვარებს პანდემია, გვაქვს ჩვენი წარმოების, პროდუქციის ექსპორტი 2019 წლის მაისის დონეზე, ხოლო წინა წელთან შედარებით 45%-იანი ზრდაა. ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ ასეთი მონაცემი გვაძლევს იმედს, ეკონომიკური ზრდა ისეთივე მაღალი, როგორც ეს აქამდე დაფიქსირდა, გაგრძელდება და სრულიად საფუძვლიანია ჩვენი მოლოდინი, რომ წელიწადს დავამთავრებთ თუ არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, 6.5-6.7%-იანი ეკონომიკური ზრდით, რაც მართლაც ძალიან დიდი ნახტომია, ეს ნიშნავს, რომ მთლიანად გავანულებთ პანდემიით 2020 წელს მიყენებულ ზიანს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა. 

კომენტარები