ევროპის ჩემპიონატი

UEFA: კრისტიან ერიქსენი სტაბილურადაა და გადაყვანილია საავადმყოფოში

UEFA-ს ინფორმაციით, ფინეთი-დანიის მატჩზე მოედანზე დაცემის შემდეგ დანიელი ფეხბურთელი, კრისტიან ერიქსენი სტაბილურადაა და კლინიკაშია გადაყვანილი. მატჩის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ცნობილი 21:45 საათზე გახდება.

დანიის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელს, კრისტიან ერიქსენს სტადიონზე დაცემის შემდეგ ხელოვნურ სუნთქვას უტარებდნენ. შემთხვევა ევროპის ჩემპიონატზე, დანია-ფინეთის მატჩზე მოხდა. 

ერიქსენი მეტოქეს ან თანაგუნდელ ფეხბურთელს არ შესჯახებია, ის შეუძლოდ მოულოდნელად გახდა.

კომენტარები