მართვის სისტემაში კორუფციული პრაქტიკის ძირეული აღმოფხვრა იყო ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა გასული ერთი წლის განმავლობაში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ამ ძირეულ მიზანს ჩვენ არსებითად მივაღწიეთ.
კიდევ ერთხელ შემიძლია შევთავაზო ნებისმიერ ადამიანს, ოპონენტს თუ არაოპონენტს, წარმოადგინონ თუნდაც 1 ფაქტი ამ საანგარიშო პერიოდიდან - გასული წლის ივნისიდან კორუფციასთან აკავშირებდათ თუ არის რაიმე ეჭვები და, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვაგებთ პასუხს. ასეთი კითხვა არაერთხელ დაისვა ჩემი მხრიდან, მათ შორის, დებატების დროს, თუმცა ოპონენტებმა ვერცერთი ფაქტი ვერ წარმოადგინეს, რაც ჩვენთვის არის იმის უტყუარი ნიშანი, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული.
რა თქმა უნდა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არის საჭირო მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე და ბუნებრივია, ამ მიმართულებით, მთავრობა ყურადღებას არც მომავალში მოადუნებს. თუმცა, კიდევ ერთხელ, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებული და ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი გასული ერთი წლის განმავლობაში.
კორუფცია
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული





