ვენესუელაში ზედიზედ მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 235 ადამიანი დაიღუპა, 4300-ზე მეტი კი დაშავდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების პარალელურად 50 000-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება.
24 ივნისს ვენესუელაში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრებმა ქვეყნის მასშტაბით ნგრევაც გამოიწვია, მათ შორის, დედაქალაქ კარაკასშიც.
25 ივნისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ქვეყნის დასახმარებლად "დაუყოვნებლივ გზავნის სამძებრო და სამაშველო ჯგუფებს, სამედიცინო რესურსებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას".
- ვენესუელაში ზედიზედ 7.2 და 7.5 მაგნიტუდის ორ მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა
- რუბიოს თქმით, მიწისძვრის შემდეგ აშშ ვენესუელაში დახმარებასა და სამაშველო ჯგუფებს გზავნის

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



