ეკონომიკა

ხუციშვილი: ტურიზმმა გადაიტანა პანდემიის დარტყმა და მზადაა სრულად აღდგენისთვის

ჩვენი მიზანი იყო, ტურისტულ კომპანიებს სწრაფად შესძლებოდათ რეაგირება პოსტპანდემიურ ტურისტულ აღდგენაზე, ამიტომ ამ კომპანიების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, დადეკლარირებული დასაქმების მონაცემების მიხედვით, ტურიზმის სექტორში რეალური აქტივობა შემცირდა 75%-ით და ეს გასაგებია, პანდემიისგან გამომდინარე, თუმცა 2021 წელს, აპრილის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ სწრაფი აღდგენის ტენდენცია, აქტივობა ამ სექტორში გაიზარდა 152%-ით, თითქმის 2.5-ჯერ, ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ სექტორმა გადაიტანა პანდემიის დარტყმა და ტურიზმი სრულად მზადაა აღდგენისათვის. 

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, პარლამენტში მინისტრის საათზე.

კომენტარები