საქართველოს საპატრიარქო

დეკანოზი ილია ჭიღლაძე: მიტროპოლიტმა გიორგიმ იპოდიაკონად აკურთხა ცრუ ბერი და შარლატანი

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზია ილია ჭიღლაძე FACEBOOK-ზე წერს, რომ ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ, დღეს, 10 ივნისს, იპოდიაკონად აკურთხა გიორგი "გაბრიელ" კოკოლიშვილი, რომელზეც 2020 წელს საპატრიარქო აცხადებდა, რომ თვითმარქვიაა. 

"ახლა რას იტყვის საპატრიარქო??? თქვენ გახრწენით, სრულ ანარქიასა და ჭაობში ჩააგდეთ საქართველოს წამებული უძველესი ეკლესია! არ დატოვეთ პათოლოგი, ავაზაკი, კრიმინალი, რომ სასულიერო წოდებები არ მიგეცათ და ანაფორით არ შეგემოსათ! სამარცხვინო მასხარა ეპისკოპატით აი ეს შედეგი დადო ილია მეორის 44 წლიანმა პატრიარქობამ". – წერს დეკანოზია ილია ჭიღლაძე. 

2020 წლის 7 სექტემბერში, საპატრიარქომ აღნიშნულ პირზე ინფორმაცია გაავრცელა, სადაც  წერდა, რომ "ბერის სამოსით წარმოდგენილი ახალგაზრდა, ე.წ. ბერი გაბრიელი, თითქოს ლოცავს მორწმუნეებს და უხამსი ლექსიკით მიმართავს საზოგადოებას".

"აღნიშნული პიროვნება არასოდეს ყოფილა არც ხელდასხმული და არც აღკვეცილი, არ წარმოადგენს არცერთი მონასტრის საძმოს წევრს და, შესაბამისად, არც სასულიერო პირია. მისი ნებისმიერი ქმედება არის თვითნებური, იგი აბრკოლებს და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი."- წერია საპატრიაქროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე. 

კომენტარები