2018 წელს დაიწყო მასირებული დევნა სხვადასხვა ინსტიტუტების გამოყენებით, იყო ეროვნული ბანკი ჩართული, სამწუხაროდ, პროკურატურა, იყო ყოვლად მავნებლური ქმედებები მათი მხრიდან იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით პოლიტიკურად არასასურველები და რაოდენ დიდი ზიანი მიაყენეს ქვეყანას, ერთ-ერთი ამის შემოქმედი კი ჩემთვის იყო გახარიაც, რადგან მაგ დროს ის იყო ხელისუფლებაში და იყო დაახლოებული ბიძინა ივანიშვილთან.
როგორც ჩანს, ძალიან ბევრს ცდილობდა იმისთვის, რომ ჩვენი რეპუტაცია შეელახა, რადგან ისიც ნაწილი იყო იმ სისტემის. წარმოიდგინეთ, ერთის მხრივ, ვცდილობთ, რომ მოვიზიდოთ უპრეცედენტო რაოდენობის ინვესტიცია, კერძო სექტორში ასეთი ზომის ინვესტიცია არ განხორციელებულა, ბრიტიშ პეტროლეუმმა გააკეთა თავის დროზე, 600 მლნ დოლარის მოზიდვის ვალდებულება ავიღეთ და მოვიყვანეთ მსოფლიოში თუკი ვინმე არსებობს ცნობილი ინვესტორი, ყველა, ამ დროს კი დაიწყეს ჩვენი დევნა. გააკეთებთ თქვენ ინვესტიციას ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენს პარტნიორს ებრძვიან? ურცხვი განცხადებაა ამ კაცის მხრიდან, რომ თითქოს ჩვენ არ ვასრულებდით ვალდებულებას.
ანაკლიის პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ამ ხელისუფლების პირობებში - არა, მაგრამ ეს სჭირდება ქვეყანას და მე, როგორც პოლიტიკოსი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქვეყანამ ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელოს.
[...] გახარიამ ისიც ვერ გაბედა ეთქვა, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ეს არის უბედურება. თქვას, რა უშლის ხელს? პოლიტიკაშიც და ცხოვრებაშიც მთავარი არის სიმართლის თქმის უნარი, მაგრამ გახარია არის ერთი ხის მეორე ტოტი