ამნისტია

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ ოცნების კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით, 77 მომხრე ხმით მიიღო. 23 წინააღმდეგი იყო.

ქართული ოცნების მიერ მომზადებულ კანონპროექტზე პარლამენტში მსჯელობა დაახლოებით 7 საათის განმავლობაში ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, ცალ-ცალკე დააინიცირა ხელისუფლებამ და ოპოზიციამ. 

კანონპროექტის ხელისუფლების ვერსიის თანახმად, გარდა იშვიათი გამონაკლისებისა, ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მოამზადა, მიიღო მონაწილეობა ან ჰქონდა მცდელობა. ამასთან ერთად, ამნისტია გავრცელდება მათზეც, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი.

ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე და ასევე არ ეხება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგ მუხლებს: 117-ე მუხლი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და  144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს - წამება, მუქარა, დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობა.

კანონპროექტში არ წერია არაფერი დაზარალებულის თანხმობის შესახებ.

კომენტარები