მე-10 მოწვევის პარლამენტი

"არ მგონია, ხარისხობრივად პარლამენტს რამე შეემატოს" – პაპუაშვილი ენმ-ს პარლამენტში შესვლაზე

სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ხარისხობრივად პარლამენტს რამე შეემატოს. ქართულ ოცნებას გვაქვს ჩვენი საარჩევნო პროგრამა, რომელსაც მივყვებით და ამ გეგმით ვმუშაობთ. ხალხმა მოგვცა ჩვენ მთავრობის დაკომპლექტების მანდატი, ამიტომ ჩვენ ამ მანდატის ფარგლებში ვმოქმედებთ.

გვაქვს საკმარისი უმრავლესობა იმისთვის, რომ კანონმდებლობა მივიღოთ. ასევე, იმ ოპოზიციასთან ერთად, რომელიც აქამდეც იყო პარლამენტში, გვაქვს საკმარისი უმრავლესობა, რომ კონსტიტუციური ცვლილებებიც განვახორციელოთ. ამიტომ, ნაციონალური მოძრაობის შემოსვლამ დიდად არ მგონია, რომ ხარისხობრივად აქ გაზარდოს მუშაობა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლის შემდეგ. 

კომენტარები