ხაჭაპურის ინდექსი

მაისის ხაჭაპურის ინდექსი – რა ჯდება ხაჭაპურის გამოცხობა გაზრდილი ფასების ფონზე

flickr.com

2021 წლის მაისის ბოლოსთვის ერთი საშუალო იმერული ხაჭაპურის გამოცხობა 4.33 ლარი დაგიჯდებათ.

ISET-PI-ის მიერ გამოქვეყნებული ხაჭაპურის ინდექსი ეროვნული კერძის, იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებას წარმოადგენს და ყოველთვიურად ქვეყნდება. 

ინსტიტუტის მიხედვით, ხაჭაპურის გამოცხობა წინა თვესთან(აპრილი) შედარებით 6.9%-ით იაფი დაგიჯდებათ, მაგრამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინგრედიენტების ფასი 5.6%-ითაა გაზრდილი.

წლიური 5.6%-იანი გაძვირება კარგად ასახავს საქართველოში არსებულ ინფლაციურ რეალობას: 2021 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა,რაც იმას ნიშნავს, რომ მაისში საქართველოში ინფლაციის დონემ 9 წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაიაფდა ხაჭაპურის გამოცხობა აპრილის თვესთან შედარებით, აისეტის მიხედვით, ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ყველის ფასის სეზონურობაა, რომელიც გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მნიშვნელოვნად იკლებს.

კომენტარები