ინფლაცია

მაისში ზეთი 42%-ით, შაქარი 13%-ით, ტრანსპორტი 17.4%-ით, ჯანდაცვა კი 13.4%-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში - 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა,რაც იმას ნიშნავს, რომ მაისში საქართველოში ინფლაციის დონემ 9 წლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ინფლაციის დონის ზრდა საქონლისა და მომსახურების გაძვირებასა და ფულის მსყიდველობითუნარიანობის კლებას ნიშნავს.

ფასები მომატებულია სურსათის შემდეგ ქვეჯგუფებში: 

  • ზეთი და ცხიმი – 42.7%
  • შაქარი, ჯემი და ტკბილეული – 13.7%
  • რძე, ყველი და კვერცხი – 8.0%
  • ყავა, ჩაი და კაკაო – 8.0%
  • თევზეული – 7.6%
  • უალკოჰოლო სასმელები  – 7.2%
  • ხორცი – 6.0%
  • პური – 5.8%

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.6%-იანი
მატება, რაც 1.09 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 8.4%
  • წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება – 4.5%
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 3.2%

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.4%-ით, რაც 2.08 პროცენტული პუნქტით
აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების
ექსპლუატაციაზე (26.7%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.6%). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3.2%).

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13.4%-ით, რაც 1.01 პროცენტული
პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და
მოწყობილობის (19.5%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9%)
და საავადმყოფოების მომსახურების (4.4%) ქვეჯგუფებზე.

წყარო: საქსტატი

 

კომენტარები