გიორგი გახარიას გუნდი

ბოკერია: ბევრი ახლად გამოჩეკილი მაკიაველი მსჯელობდა, ოპოზიციამ როგორ ისარგებლოს გახარიათი

ამ დღეებში ბევრი ახლად გამოჩეკილი მაკიაველი მსჯელობდა ამ თემაზე, რომ ოპოზიციამ როგორ უნდა ისარგებლოს გახარიათი, ტაქტიკური მოკავშირეა თუ არაა და ასე შემდეგ. ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი იარაღი - მათ შორის ამის მაგალითია კობახიძის განცხადებაც - არის, რომ ის კი არ თქვა, რასაც მართლა ფიქრობ, რაღაც უნდა იფიქრო, დაგეგმო, მოატყუო და მოქალაქეს პატივი კი არ უნდა სცე, რომ იცოდეს შენ რას ფიქრობ, ან რა კითხვები გაქვს, არა – უნდა გათვალო, ეს ვის რას მოუტანს და სხვათა შორის, სისულელეებს თვლიან.

თუ ბატონი გახარია მართლა გახდება ივანიშვილის ოპონენტი, რისი არანაირი საფუძველიც ამ წამს მე არ მაქვს, გახდება და გვაჩვენებს ამას. ამ მომენტში, რაც ამ ხალხისგან გვესმის, არის ან არაგულწრფელი, ან მადემონსტრირებელი, რომ მყარი პოლიტიკური შეხედულებები არ აქვთ

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ მთავარი არხის ეთერში ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას. 

კომენტარები