ნინოწმინდა

დეკანოზი თამაზი: გაგაწამებთ ხელისუფლება, რომელიც ალიანსში შედის რელიგიურ ორგანიზაციასთან

არასანდოა, გატყუებთ და გაგაწამებთ ყველა ხელისუფლება, რომელიც მმართველობის განსახორციელებლად ალიანსში შედის რელიგიურ ორგანიზაციასთან. ძალიან სუსტია, ქვეყნისთვის გამოუსადეგარი და არაფრის მაქნისია ის ხელისუფლება, რომელიც რელიგიური ორგანიზაციის დახმარებით ცდილობს ხალხის ნდობის მოპოვებას. როგორც წყალი ვერასოდეს შეერევა ზეთს, ისე ქრისტეს მოძღვრება ვერასოდეს შეუერთდება ამქვეყნიურ ძალაუფლებას. ვერცერთი წესიერი კაცი, ვერასოდეს დაიჭერს ხელში ერთდროულად ორივე მახვილს - სულიერს და კეისრისას. ეს შეუძლებელია. ავაზაკია, ვინც ამას გაბედავს და შეძლებს. გატყუებთ ყველა პოლიტიკოსი, ვინც რელიგიით მანიპულირებს. მთელი სახარება ამას ქადაგებს, დაფიქრდით ამაზე, ხალხო, გაიგეთ და შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ!

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე Facebook-ზე. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგისთვის ამ დრომდე არ უშვებენ.

კომენტარები