ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

დეკანოზი ილია: საპატრიარქოს მწვანე შუქის გარეშე ეპისკოპოსი სპირიდონი ამას ვერ გაბედავდა

ეს არ არის ერთი ეპისკოპოსის კონკრეტული ამბიცია, გადაწყვეტილება თუ თავხედობა. ამას რომ საპატრიარქოსგან არ ჰქონდეს ლეგიტიმაცია, საპატრიარქოსგან არ ჰქონდეს მწვანე შუქი ანთებული, ეპისკოპოსი სპირიდონი ამას, რა თქმა უნდა, ვერ გაბედავდა. უბედურება არის ის, რომ საპატრიარქო თავისი ქმედებით ირიბად თუ პირდაპირ ხელს უწყობს მთავარეპისკოპოსი სპირიდონის ამ წარმოუდგენელ თავხედობას, ანტისახელმწიფოებრივ, ანტიჰუმანურ, ანტიქრისტიანულ ქმედებას.  

ანტიქრისტიანულია თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიას და ქრისტიანებს ჰმართებს, რომ აუცილებელია, დავემორჩილოთ სახელმწიფო კანონებს, ეს წერია რჯულის კანონსა და ბიბლიაში. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების თუ სამსახურების მხრიდან ინსპექტირება არის აბსოლუტურად ჰუმანური, ქრისტიანული და კანონიერი. ამის ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. სახალხო დამცველისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. უბედურება ის არის, რომ სახელმწიფო ამ ყველაფერზე ჩუმად არის, რადგან მას ერთგვარი კოჰაბიტაცია და ალიანსი აქვს საქართველოს საპატრიარქოსთან

ამბობს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ნინოწმინდის პანსიონზე ფორმულასთან ინტერვიუში. სახალხო დამცველის რწმუნებულებს პანსიონში სხალთელი მიტროპოლიტის, სპირიდონის მითითებით ამ დრომდე არ უშვებენ. გუშინ, 2 ივნისს ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.

კომენტარები