ვაქცინაცია საქართველოში

ცერცვაძე: ივნისის ბოლოდან დღეში აიცრება 8-9 000 ადამიანი, წლის ბოლოს 65%-ზე გავალთ

დაწყებული ივნისის ბოლოდან, საქართველოში დღეში აიცრება არა 4-5 000, არამედ 8-9 000 ადამიანი და ძნელია, საერთოდ, გარანტიების მიცემა, რადგან მსოფლიო ცვალებადია, მაგრამ, მე როგორც ექსპერტი, მართალია, არ ვარ ჩართული არც ერთი საბჭოს მუშაობაში, მათ შორის ვაქცინის, მაგრამ გარანტიას ვიძლევი, ვიცი სამზარეულო. ის სკეპტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ტემპით 65%-ზე გავალთ სამიზნეზე წლის ბოლომდე, გავალთ, დღევანდელი 5% ნუ მოგატყუებთ. ივნისის ბოლოს დაიწყება მილიონობით ვაქცინების შემოსვლა

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ილაპარაკა

კომენტარები