პოლიტიკური კრიზისი

დეკანოიძე კობახიძეს: ჩვენ არ გვჭირდება ძალაუფლების გადანაწილება ქართულ ოცნებასთან

ბატონი კობახიძის განცხადება იყო შეშინებულის პოზიციიდან გაკეთებული განცხადება, რადგან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს   წარმომადგენლებს ნამდვილად არ სურდათ, ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია პარლამენტში ეხილათ. მინდა მას ვუპასუხო, რომ ჩვენ პარლამენტში რამე კონკრეტული პრივილეგიებისთვის ან თანამდებობებისთვის არ შევდივართ,  ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმისთვის, რომ  რეჟიმის დასამარცხებლად დამატებით გვქონდეს ინსტრუმენტი. ჩვენი მთავარი ამოცანა, რისთვისაც  ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, არის ის, რომ უნდა გამოვიყენოთ საპარლამენტო საქმიანობა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ არ გვჭირდება ძალაუფლების გადანაწილება ქართულ ოცნებასთან

ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.  დღეს, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ, თუ ენმ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ის ვერ ისარგებლებს საპარლამენტო პრივილეგიებით

კომენტარები