ნამახვანჰესი

თურნავა ნამახვანზე: ამ დისკუსიების მერე კიდევ უფრო მეტ გარანტიებს მოგვთხოვენ ინვესტორები

ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს, შეიძლება იყოს ხელისუფლების ბრალეულობით, შეიძლება იყოს ოპოზიციის ბრალეულობით, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს არ არის ინვესტორის ბრალეულობა.

ან თუნდაც ის, რომ 2016 წლიდან, რაც ინვესტორი შემოსულია, 5 წლის განმავლობაში ის მუშაობდა იმ ხეობაში, შეიძინა კერძო პირებისგან მიწა, მართალია, სახელმწიფოს დახმარებით, მაგრამ 35 მილიონი ლარი გადაიხადა.

ახლა უცებ რომ დადგეს საკითხი, რომ, იცი რა, რაც მაგალითად, ზოგჯერ ულტიმატუმის სახით გვესმის, ახლა ინვესტორმა რომ ყველაფერი მიატოვოს, შევწყვიტოთ ხელშეკრულება, გავიდეს და 35 მილიონი გადახდილი დარჩეს, პირობითად. ასეთი ტიპის რისკებისგან განა არ მოითხოვს ინვესტორი დაცვას? და სამწუხაროდ, დღევანდელი დისკუსიების მერე კიდევ უფრო მეტ გარანტიებს მოგვთხოვენ მომავალში ინვესტორები

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პალიტრანიუსის ეთერში, ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს კომპანიისთვის სხვადასხვა სახის გარანტიები აქვს მიცემული, რასაც "რიონის ხეობის მცველები" აპროტესტებენ.

კომენტარები