იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის ხელშეკრულების შესასწავლად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

მთის ამბები / კადრი ვიდეოდან

იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტის არსებული ხელშეკრულების შესწავლის და იურიდიული დასკვნის მომზადების მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. პირობების მიხედვით, მასში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს. იურიდიული მომსახურების მიწოდების თაობაზე  იუსტიციის სამინისტროს წინადადებები უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 10 ივნისისა.

საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს ევალებათ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების ხელშეკრულების მიმოხილვა, საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეფასება და იურიდიული დასკვნის მომზადება.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე პირისთვის აუცილებელია ჰესებთან დაკავშირებულ პროექტებზე მუშაობის სათანადო გამოცდილების ქონა, ნამახვანჰესის პროექტთან რაიმე სახის შემხებლობის შემთხვევაში კი განმცხადებელი ავტომატურად გამოეთიშება შერჩევის პროცესს.

იხილეთ ინტერესთა გამოხატვა ბმულზე: https://justice.gov.ge/Page/index?code=37fb3d6d-0bed-4644-a585-9b2ea1ceef0a

კომენტარები