შვეიცარია

შვეიცარიამ შეწყვიტა 7-წლიანი მოლაპარაკება EU-სთან ხელშეკრულებაზე

Guardian

შვეიცარიამ შეწყვიტა  7-წლიანი მოლაპარაკება EU-სთან ხელშეკრულებაზე, რომელიც ითვალისწინებდა EU-სთან ვაჭრობის დაახლოებას, მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიას გაერთიანებულ სამეფოზე უკეთესი პირობები შესთავაზეს.

"უფრო ნაკლები მოთხოვნა იყო, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს შემთხვევაში, რადგან ის არ მოიცავდა გარემოს, გადასახადებს და სოციალურ საკითხებს, არამედ ფოკუსირებული იყო მხოლოდ სახელმწიფო დახმარებაზე".- თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა

შეთანხმება შვეიცარიის მხარის ინიციატივით ჩაიშალა. შვეიცარია ეწინააღმდეგებოდა  მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოს (ECJ) იურისდიქციასა და თავისუფალი მიმოსვლის დირექტივას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მოქალაქეები მუდმივ ბინადრობას მიიღებენ და ექნებათ წვდომა სოციალურ უსაფრთხოებაზე, რაც განკუთვნილია ისეთი უმუშევარი მოქალაქეებისთვის, როგორიცაა სამუშაოს მაძიებელი ან სტუდენტი.

შვეიცარიის მხარის თქმით, მათ არ დაუჭირეს მხარი ევროკავშირთან ვაჭრობის გაღრმავებას და შენარჩუნებას, რადგან ხელშეკრულებასთან დაკავშირებით სავალდებულო რეფერენდუმზე მხარდაჭერას ვერ მიიღებდა.

პასუხად, ევროკავშირის მაღალჩინოსნები შეცბუნებულები არიან შვეიცარიის დამოკიდებულებით, ევროკავშირის სამართალთან დაშორების მოთხოვნაზე, რაც, მათივე თქმით, აუცილებელია იმისათვის, რომ ორივე მხარეს შორის განისაზღვროს პირობები.

შვეიცარია EU-სთან ვაჭრობის მიხედვით მე-4 ქვეყანაა და მისი ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ევროკავშირის 27-ვე ქვეყანასთან. ამასთან ერთად, შვეიცარიის მოქალაქეებსა და ევროკავშირის ქვეყნებს საერთო უფლება აქვთ თავისუფალ მიმოსვლაზე.

სავაჭრო კავშირების ამ პოტენციურ მოშლას ევროკავშირსა და შვეიცარიას შორის ზოგი Swexit-ს უწოდებს, თუმცა ორივე მხარემ უარყო შედარება Brexit-თან.

თუმცა მაღალჩინოსნებმა ბრიუსელში შვეიცარიის მოლაპარაკებებიდან გასვლა და ევროკავშირის სამართლის ნორმებიდან დაშორება მოიყვანეს cherrypicking-ის მაგალითად, რასაც ხშირად ხმარობდნენ ბრიტანეთის მიმართ გასული 5 წლის განმავლობაში. 

კომენტარები