როდესაც საუბარია ასეთი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგურზე, ეს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე გარკვეული განმარტებების რეჟიმში, სხვაგანაც, სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტები მსხვილ ჰიდროელექტროსადგურებს, აქედან გამომდინარე, რაღაც განსაკუთრებული პროცესი ეს არ არის, მაგრამ ჩვენ, ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ ასეთ დროს ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, თუმცა, როდესაც საუბარია ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით, არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონის მოშველიებით, ეს არ არის სწორი იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს სიმართლე პროექტის შესახებ, რადგან ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ცირკულირებს და მითი. ჩვენ ვცდილობთ ამ მითების გაქარწყლებას.
tbl.ge/5k2k
დაკოპირდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა.
ამავე თემაზე
- საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მიერ ნამახვანჰესის საქმეზე $400 მილიონის გადახდა შეაჩერა
- საქართველომ ნამახვანჰესზე ENKA Renewables-თან დავა წააგო და $383 მილიონის გადახდა დაეკისრა
- ბოკერია სუს-ზე: მათი მისამართით პერფორმანსები, თურმე, საფრთხე ყოფილა – მძიმე მდგომარეობაა
- "გასცდა თვითორგანიზებულ პროტესტს, საფრთხე შეუქმნა ენერგოუსაფრთხოებას" – სუს-ი ნამახვანზე
- დავითაშვილი რიონის ხეობის მცველებს: მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში დიალოგისა და საუბრისთვის




