საქსტატი

ექსპორტში სპილენძის მადნები ლიდერობს – საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელის სია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $3 929 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.8%-ით მეტია.

საგარეო ვაჭრობიდან ექსპორტი 1 199 მლნ. აშშ დოლარი იყო (19.6% მეტი), ხოლო იმპორტი 2 730 მლნ. აშშ დოლარი (10.1-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-აპრილში 1 531 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39% შეადგინა.

საქართველოს ექსპორტში დსთ-ის ქვეყნების წილი 44.5%-ია, ევროკავშირის ქვეყნების წილი კი 17.7%. იმპორტში კი დსთ-ის ქვეყნების და ევროკავშირის ქვეყნების წილი, შესაბამისად, 31.2% და 23%-ია. უმსხვილესი საექსპორტო საქონლის სია შემდეგია:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $264.1 მილიონი დოლარი,  წინა წელთან შედარებით 22.3%-ით გაიზარდა
  2. მსუბუქი ავტომობილები (რეექსპორტი) - $125.4 მილიონი დოლარი, წინა წელთან შედარებით 10.7% -ით შემცირდა
  3. ფეროშენადნობები - $111.4 მილიონი დოლარი,  წინა წელთან შედარებით 21.3%-ით გაიზარდა
  4. ღვინოები - $66.9 მილიონი დოლარი, წინა წელთან შედარებით 20.5%-ით გაიზარდა
  5. სპირტიანი სასმელები - $44 მილიონი დოლარი, წინა წელთან შედარებით 40.9%-ით გაიზარდა
  6.  მინერალური და მტკნარი წყლები - $41.7 მილიონი დოლარი, წინა წელთან შედარებით 11.9%-ით გაიზარდა
  7. აზოტოვანი სასუქები - $36.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან მიმართებით 0.2%-ია
  8. თხილი და კაკალი - $30.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 108.9%-ია
  9. მედიკამენტები - $28.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 1%-ია
  10. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 23.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან შედარებით 104.7%-ია 

კომენტარები