საქსტატი

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 5920 ადამიანი გახდა, აქედან 4977 ქალი

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 5 920 ადამიანი გახდა. მათ შორის 4 977 ქალი, ხოლო 943 მამაკაცია. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 13 წელს მიუღწეველი 165 პირიც. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს

თბილისში ოჯახში ძალადობის მსხვვერპლი 2 734 ადამიანი იყო, მათ შორის 2 315 ქალი, ხოლო 419 მამაკაცი, 13 წელს მიუღწეველ პირთა შორის თბილისში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 64 ადამიანი გახდა. 

2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლით, საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 5 958 ადამიანი იყო, მათ შორის 5 003 ქალი და 955 მამაკაცი. 13 წელს მიუღწეველ პირთა შორის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი 2022 წლის პირველ სამ კვარტალში 186 ადამიანი გახდა. 

კომენტარები