ვაქცინაცია

გაბუნია: Pfizer-ის დოზების მიღებაზე სერიოზული წინსვლაა

თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, Pfizer-ის ვაქცინის დოზების მიღებაზე "სერიოზული წინსვლაა" და ამ საკითხზე დაზუსტებულ ინფორმაციას "მიმდინარე პერიოდში" ელიან. ამის შესახებ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

გაბუნიას ცნობით, მოკლე ხანში მოსალოდნელია, რომ საქართველომ კოვაქსის პლატფორმიდან Novavax-ის და Johnson & Johnson-ის ვაქცინის დოზების მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყოს.

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე გრძელდება მუშაობა ჩინური ვაქცინის, სინოფარმის დამატებითი დოზების მიღებაზეც.

"ეს ყველაფერი შეთანხმდა საბჭოსთან. ასევე, გასულ კვირაში საუბარი იყო Novavax-ის და Moderna-ს ვაქცინების მობილიზებაზე..." – ამბობს თამარ გაბუნია.

ქვეყანაში ამ დროისთვის ვაქცინაცია სინოფარმისა და ასტრაზენეკას ვაქცინებით მიმდინარეობს.

კომენტარები