საქართველო-უკრაინა

საქართველოში უკრაინის პრემიერმინისტრი ჩამოვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი, ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერმა საქართველოს ვიცეპრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრისას თქვა.

ამასთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დავით ზალკანიანის ვიზიტთან დაკავშირებით უკრაინაში. უწყების მიხედვით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზეც ისაუბრეს.

მხარეები მიესალმნენ ევროინტეგრაციის საკითხებზე სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმის გაფორმებას და გამოხატეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ეკონომიკურ და სექტორულ დაახლოებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გააქტიურებისა და გაღრმავების შესაძლებლობები. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ უკრაინა ინარჩუნებს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მოწინავე ადგილს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომში გააქტიურებისთვის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვის დადებით პრაქტიკას.

მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველოსა და უკრაინის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას ევროკავშირთან არსებული შესაძლებლობების, მათ შორის DCFTA-ს ეფექტიანი გამოყენების თვალსაზრისით. კმაყოფილებით აღინიშნა ტურიზმის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის მაღალი დინამიკა, ასევე ის დიდი პოტენციალი, რაც არსებობს ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებისა და ამ მიმართულებით შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების კუთხით.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და მიესალმნენ კიევისა და თბილისის ძალისხმევას, ნატო-ს მომდევნო სამიტზე სათანდად იქნას ასახული ორივე ქვეყნის ინტეგრაციული მიზნები.

უკრაინის პრემიერმა ასევე კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს პრემეირ-მინისტრთან არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და მაღალი დონის კომუნიკაცია.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ვაქცინების სამართლიანი გადანაწილების პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ერთიან კომუნიკაციას

კომენტარები