ვაქცინაცია

გაბუნიას სრულად აცრილთა რაოდენობა შეეშალა, რეალურად ვაქცინის ორივე დოზა 14 643 პირმა მიიღო

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, თამარ გაბუნიას ქვეყანაში ვაქცინის ორივე დოზით აცრილი პირების რაოდენობა შეეშალა.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ თქვა, რომ საქართველოში ვაქცინის ორივე დოზა 80 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო, თუმცა, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სრული დოზა 14 643 ადამიანმა გაიკეთა.

"აქტიურად გრძელდება ვაქცინაციის პროცესი, 80 000-ს გადააჭარბა ორივე დოზით ვაქცინირებულთა რაოდენობამ, ამჟამად ვაქცინაცია მიმდინარეობს სინოფარმის და ასტრაზენეკას ვაქცინებით...". – თქვა თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

17 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში სულ აცრილია 89 260 პირი, მათგან ვაქცინის ერთი დოზა 74 617-მა ადამიანმა მიიღო, ხოლო ორივე დოზა მხოლოდ 14 643 მოქალაქეს გაუკეთდა. ოფიციალური მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

 

კომენტარები