ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: SINOVAC-ით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყება 18 წლის ზემოთ ადამიანებისთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, SINOVAC-ით აცრა მომავალი კვირიდან დაიწყება 18 წლის ზემოთ ადამიანებისთვის.

"SINOVAC-ის ადმინისტრირება მომავალ კვირაში დაიწყება, მანამდე 2-3 დღით ადრე პორტალში შესაბამისი ფანჯარა გაიხსნება 18 წლის ზემოთ ადამიანებისთვის. SINOVAC-ი მეორე ჩინური ვაქცინისგან განსხვავებით, კეთდება 2- 4 კვირამდე შუალედით მეორე დოზა". – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულმა საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფმა(SAGE) ჩინური ვაქცინის, სინოვაკის შესახებ 29 აპრილის სხდომის მასალები გამოაქვეყნა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას SINOVAC-ისთვის ჯერ-ჯერობით ავტორიზაცია არ მიუცია.

WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოვაკის ეფექტიანობა ორი დოზის მიღების შემდეგ 50.7%-ით განისაზღვრა, რაც ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის მე-3 ფაზით დადგინდა. ამასთან ერთად, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში სინოვაკის ეფექტიანობა 100%-მდე იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ სინოვაკი კორონავირუსით დაავადებულს იცავს გართულებებისგან. შეგახსენებთ, რომ 50%-ზე მეტი ეფექტიანობა საკმარისია იმისათვის, რომ ვაქცინამ რეკომენდაცია მიიღოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან. 

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 15 მარტს დაიწყო, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა.

6 მაისს საქართველოში ასტრაზენეკას ვაქცინის კიდევ 43 000 დოზა ჩამოვიდა. ეს დოზები განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვინც ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა უკვე აიცრა.

Pfizer-ის 29 500 დოზა ქვეყანაში 25 მარტს  შემოვიდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში Pfizer-ის დამატებით დოზებს ზაფხულში უნდა ველოდოთ.

საქართველოში ჩინური წარმოების ვაქცინის – სინოფარმის 100 000 დოზა 3 აპრილს ჩამოვიდა და ამ ვაქცინის გამოყენებით აცრა 4 მაისს დაიწყო.

7 მაისს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინის, პეკინის სინოფარმის გამოყენების ნებართვა გასცა.

3 მაისს, WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოფარმის ეფექტიანობა 78.1%-ით განისაზღვრა, რაც მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგებით დადგინდა. კვლევაში სულ 16,125 ადამიანი მონაწილეობდა.

რაც შეეხება სინოვაკის [SINOVAC] ვაქცინას, საქართველოში 100 000 დოზა საქართველოში 29 აპრილს ჩამოვიდა. ამ ვაქცინაც WHO-სგან ავტორიზაცია ჯერ არ მიუღია.

თუმცა, WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში სინოვაკის ეფექტიანობა ორი დოზის მიღების შემდეგ 50.7%-ით განისაზღვრა, რაც ბრაზილიაში ჩატარებული კვლევის მე-3 ფაზით დადგინდა. ამასთან ერთად, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში სინოვაკის ეფექტიანობა 100%-მდე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ სინოვაკი კორონავირუსით დაავადებულს იცავს გართულებებისგან.

შეგახსენებთ, რომ 50%-ზე მეტი ეფექტიანობა საკმარისია იმისათვის, რომ ვაქცინამ რეკომენდაცია მიიღოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან.

კომენტარები