ვაქცინაცია

იკრძალება თუ არა ალკოჰოლის მიღება ვაქცინაციის შემდეგ – NCDC-ის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ჭარბი ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული. თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ  შესაძლოა, აცრილ ადამიანს ვაქცინაციის გვერდითი მოვლენები ნაბახუსევის შეგრძნებებში აერიოს. იქვე, როგორც NCDC განმარტავს, არ არსებობს კვლევები იმის შესახებ, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას ამცირებს.

"იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, შეიძლება ნაბახუსევის შეგრძნებებში აგერიოთ, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდირებული.

გარდა ამისა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მავნებელია ორგანიზმისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში; იგი წარმოადგენს მრავალი ქრონიკული დაავადების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნე და ა.შ. რისკის ფაქტორს". – აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. 

კომენტარები