ვაქცინაცია

გამყრელიძე: ერთდროულად 800 000-მდე ადამიანი რეგისტრირდებოდა, სისტემამ ვერ გაუძლო

გუშინ [12 მაისს] საღამოს 8 საათზე, როდესაც გაიხსნა რეგისტრაცია  Sinopharm-ის მეორე დოზაზე და, ასევე, 10 წლით დაიწია AstraZeneca-ს ასაკმა და გაიხსნა მასზეც რეგისტრაცია, როგორც ჩვენი საინფორმაციო სამსახურები, IT სამსახურები გვეუბნებიან, იყო ძალიან დიდი ტრაფიკი, ანუ სადღაც 800000-მდე შემოსვლის მცდელობა და ეს იყო, რომ სისტემამ ვერ გაუძლო ამას, შესაბამისად, მოხდა ეს ხარვეზი, რომლის გამოსწორებასაც საკმაო დრო დასჭირდა. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-ის ეთერში. 

12 მაისის 20:00-დან რეგისტრაცია სინოფარმის მეორე დოზაზე უნდა დაწყებულიყო. ასევე, გაიხსნა ასტრაზენეკა 45 წლის ზემოთ ასაკობრივი კატეგორიისთვის, თუმცა, მომხმარებლები რეგისტრაციას ვერ ახერხებდნენ ტექნიკური ხარვეზის გამო.

კომენტარები