საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ახლად დანიშნულ მრჩეველთან ირაკლი ღარიბაშვილმა კანცელარიაში დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა და სესიაშვილს წარმატებები უსურვა.

ირაკლი სესიაშვილი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრია, 2012-2020 წლებში, იგი იყო მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.

ირაკლი სესიაშვილს, სხვადასხვა სპეციალობით, უმაღლესი განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰაიდელბერგისა და ბამბერგის უნივერსიტეტებში, არის ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტის უსაფრთხოების კვლევის მაგისტრი.

კომენტარები