ევროპული საქართველო

ბოკერია: ყველა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მთავარი იარაღი მოქალაქეების ნდობაა

კონტექსტში უნდა დავინახოთ ყველაფერი. როცა მათ შორის ჩემთვის პატივსაცემმა დიპლომატებმა ძალიან მცდარად ეს შეთანხმება გამოაცხადეს ეროვნული შერიგების დოკუმენტად, ისტორიულ დღედ, ეს იყო შეცდომა, იმიტომ, რომ რეალობა არის სხვა და მოქალაქეები ამას ისმენენ, და როცა მოქალაქეები ამას ისმენენ, ყველა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ არის მთავარი იარაღი არის მოქალაქეების ნდობა და ამას ეყრდნობა შემდეგ საერთაშორისო რეაქცია. თუ ეს ნდობა ირყევა, ყველაფერი სუსტდება. 

მე ამიტომ ვარ მომხრე, რომ ახლა ეს არამომგებიანი დისკუსია [დავასრულოთ]. არა იმიტომ, რომ დისკუსიის მეშინია, თუ დამიჯერებთ, არ მეშინია, ნამდვილად, არამედ იმიტომ, რომ მოხდა უკვე ეს ამბავი, გავიყავით, იმ ხალხმა, ვინც პასუხისმგებლობა აიღო ამაზე, აიღო. ვინც არ მოვაწერეთ ხელი, ავიღეთ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ არ მოვაწერეთ ხელი. ახლა არასწორია ხელის მომწერების მხრიდან თითის გაშვერა არმომწერებზე, რომ პასუხისმგებლობა გაიზიარონ და პირიქითაც, ხო? თუ ჩვენ შევცდით, გასაგებია, ვცდებით და ეს ხალხი იყო მართალი. მაგრამ ახლა ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ეს ხალხი გამოვაშვებინეთ და ამიტომაც ვართ მართლები, გვითრევს ამ დისკუსიაში და ჩემი აზრით, სახიფათო ამბავში

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ამის შესახებ ფორმულას ეთერში ისაუბრა. 

კომენტარები