COVID-19-ის ვაქცინა

გერმანიაში Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრა ყველა ზრდასრულისთვის გახდა დასაშვები

გერმანიის მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, Johnson & Johnson-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა ყველა ზრდასრული ადამიანისთვის გახდა დასაშვები. 

5 მაისს ასაკობრივი შეზღუდვები მოეხსნა AstraZeneca-ს ვაქცინასაც და ის 60 წელზე დაბალი ასაკობრივი ჯგუფებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი. 

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განმარტებით, ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნის მთავარი მიზანი ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრაა.

ამჟამინდელი მდგომარეობით, ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოს ავტორიზაცია ოთხ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას აქვს მიღებული, ესენია: Pfizer, AstraZeneca, Moderna და Johnson & Johnson.  

2021 წლის ბოლოს კი გერმანია J&J-ის ვაქცინის რამდენიმე მილიონ დოზას ელოდება. 
 


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოლოდინი აქვს, რომ Covax პლატფორმის საშუალებით ივლისიდან ქვეყანა Johnson&Johnson-ისა და Novavax-ის ვაქცინასაც მიიღებს. 
 

კომენტარები