ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: COVAX-იდან მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან Novavax-ი და Jonson&Jonson-ი უნდა დაემატოს

მოკლე ხანში, ჩვენ კიდევ დამატებით გვექნება სინოფარმის დოზების მობილიზების შესაძლებლობა, სინოვაკიც, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება. ასევე COVAX-დან მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან Novavax და Jonson&Jonson უნდა დაემატოს. მანამდე პროცესი არის საკმაოდ აქტიური, 5 000-მდე ადამიანის დღიური ვაქცინაცია კარგი მაჩვენებელია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, მოქალაქეები, რომლებიც განწყობილი არიან ვაქცინაციისთვის, ცოტა ხანი უნდა დაელოდონ თავიანთ დოზას

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ. 

კომენტარები