COVID-19-ის ვაქცინა

გერმანიაში AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა ყველა ზრდასრულისთვის გახდა დასაშვები 

ფოტო: dw.com

გერმანიის მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, ასაკობრივი შეზღუდვები მოიხსნა და AstraZeneca-ს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის გახდა დასაშვები

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანია ვაქცინაციის პროცესის დაჩქარება და მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრა. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ პრაგმატულები და მოქნილები". – თქვა მან. 

გერმანიისა და ევროპის მასშტაბით AstraZeneca-ს ვაქცინით მილიონობით ადამიანია აცრილი, თუმცა აქამდე ვაქცინის მიღება მხოლოდ 60 წელზე მაღალი ასაკობრივი ჯგუფებისთვის იყო დასაშვები.  

ამჟამინდელი მონაცემებით, ევროკავშირის მარეგულირებელმა ორგანოს ავტორიზაცია ოთხ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას აქვს მიღებული, ესენია: Pfizer, AstraZeneca, Moderna და Johnson & Johnson.  

კომენტარები