კორონავირუსი და შეზღუდვები

გაგრძელდება თუ არა ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა, 11 მაისს გახდება ცნობილი

თბილისის მერია

გახანგრძლივდება თუ არა უქმე დღეები ან გაიხსნება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დღეს გახდება ცნობილი. კითხვაზე, განიხილება თუ არა დამატებითი შეზღუდვების დაწესება, ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ ეპიდემიურ ვითარებაზე სწორედ საკოორდინაციო საბჭოს 11 მაისის სხდომაზე იმსჯელებენ.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღის მანძილზე 6.03%-ია, ხოლო ბოლო 7 დღის - 6.48%. ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები ამბობდნენ, რომ თუ ინფიცირების ეს მაჩვენებელი 4%-ს გადასცდებოდა, ქვეყანა შეზღუდვების "ძველ მენიუს" დაუბრუნდებოდა.

აღდგომის შემდეგ, 4 მაისიდან საქართველოში უქმე დღეები მოქმედებს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 3 მაისს შეწყდა. წესით, მუნიციპალური ტრანსპორტი 13 მაისს უნდა აღდგეს, თუმცა, ეპიდემიური მდგომარეობის გამო, არ არის გამორიცხული, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.

კომენტარები