ავღანეთი

ავღანეთის თალიბანი 'იდ ალ-ფიტრის დღესასწაულის გამო სამდღიან ცეცხლის შეწყვეტას აცხადებს

თალიბანის სპიკერის თქმით, დაჯგუფება 'იდ ალ-ფიტრის დღესასწაულის გამო სამი დღით ცეცხლის შეწყვეტას აცხადებს. ეს განცხადება რამდენიმეკვირიან აქტიურ თავდასხმებსა და ძალადობის ზრდას მოჰყვა. 

'იდ ალ-ფიტრის დღესასწაული, ასევე ცნობილი, როგორც რამაზან ბაირამი, რამადანის თვეში მარხვის დასრულების აღმნიშვნელი დღეა. 

"რათა მოჯაჰედებმა უზრუნველყონ თანამოქალაქეებისთვის 'იდ ალ-ფიტრის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნის მშვიდობიანი და დაცული გარემო, ყველა მოჯაჰედს ნაბრძანები აქვთ, შეწყვიტონ თავდასხმის ყველა ოპერაცია". – თქვა თალიბანის სპიკერმა, მუჰამედ ნაემმა.

ნაემმა ასევე დაამატა, რომ თუკი მათ სამთავრობო ძალები დაესხმებიან თავს, საპასუხო შეტევისთვის მზად იქნებიან. 

თალიბანის სპიკერის სიტყვებამდე 2 დღით ადრე, ქაბულში, სკოლასთან სამი აფეთქება მოხდა, რასაც 68 ადამიანის, უმეტესობა ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევაზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას აუღია. ავღანეთის პრეზიდენტმა აფეთქებაში თალიბანი დაადანაშაულა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ბრალდება უარყო და შემთხვევა დაგმეს. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ს ჯარებმა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიერ ავღანეთის დაცლის ბოლო ვადას, 1 მაისს, გადააცილეს, თალიბანის ძალებმა ფართომასშტაბური შეტევები განაახლეს. მათი თავდასხმები დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ ახალი ბოლო ვადის, 11 სექტემბრის  გათვალისწინებით, აშშ-ს ჯარებმა ავღანეთის დატოვება მაისიდან უკვე დაიწყეს. გასულ დღეებში თალიბანმა დიდი თავდასხმა წამოიწყო ჰელმანდის პროვინციაზე, მაგრამ სამთავრობო ძალებმა იერიში მოიგერიეს.

 

კომენტარები