ავღანეთი

ავღანეთში თალიბანმა დიდი თავდასხმები განაახლა, სამთავრობო ძალებმა შეტევა მოიგერიეს

ავღანეთის თალიბანის მებრძოლები ალინგარის რაიონში, ლაღმანის პროვინცია. 2020 წელი, 2 მარტი.
France24

მას შემდეგ, რაც აშშ-ს ჯარებმა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიერ ავღანეთის დაცლის ბოლო ვადას, 1 მაისს, გადააცილეს, თალიბანის ძალებმა ფართომასშტაბური შეტევები განაახლეს. მათი თავდასხმები დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ ახალი ბოლო ვადის, 11 სექტემბრის  გათვალისწინებით, აშშ-ს ჯარებმა ავღანეთის დატოვება მაისიდან უკვე დაიწყეს

თალიბანი ჰელმანდის პროვინციას დაესხა თავს. ჰელმანდის სამხედრო ბაზა ამერიკის ძალებმა ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს ორი დღის წინ, ქვეყნის დატოვებისთვის გადადგმული ნაბიჯების ფარგლებში გადასცეს.მეამბოხეებმა შეტევა ორშაბათს დაიწყეს. 

ჰელმანდის პროვინციული საბჭოს ხელმძღვანელის, ათაულა ავღანის თქმით, თალიბანმა შეტევა ორშაბათს, სხვადასხვა მიმართულებებიდან დაიწყო. ისინი თავს დაესხნენ პროვინციის დედაქალაქის, ლაშქარ გაჰის მისადგომებში მყოფ გამშვებ პუნქტებს და ზოგიერთი მათგანი ხელშიც ჩაიგდეს. 

საპასუხოდ ავღანეთის მთავრობის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს გარკვეულ პუნქტებზე და რეგიონში ელიტური სამხედრო რაზმები გადასხეს. თალიბანის თავდასხმა მოიგერიეს და უკან დაახევინეს, მაგრამ შეტაკებები სამშაბათამდე გაგრძელდა. 

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ისინი თალიბანის თავდასხმებს ჰელმანდის გარდა კიდევ მინიმუმ ექვს პროვინციაში იგერიებდნენ. ასევე მათი თქმით, ჰელმანდში 100-ზე მეტი თალიბი მოკლეს, თუმცა საკუთარ დანაკარგებზე კომენტარი არ გაკეთებულა. 

 

კომენტარები