კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 549 შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.76%-ია

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 9 635 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 549 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  1 439 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5.76%, ბოლო 14 დღის - 6.03%, ბოლო 7 დღის - 6.48%.

ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან თბილისში 300 გამოვლინდა, აჭარაში - 77, იმერეთში - 43, ქვემო ქართლში - 22, შიდა ქართლში - 9, გურიაში - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 45, კახეთში - 16, მცხეთა-მთიანეთში - 11, სამცხე-ჯავახეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 709, საიდანაც 4 481 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 784 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 10 444 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 924 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პაციენტი.

10 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 322 468 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 302 428 გამოჯანმრთელდა,  4 305 კი გარდაიცვალა.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოში შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.  

კომენტარები