კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 089 შემთხვევა, დღიური დადებითობა 5.84%-ია

CDC/Science Photo Library

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 089 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 18 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 489 პირი. ჩატარდა 18 662 ტესტი. 

დღიური დადებითობაა 6.06%-ია, ბოლო 7 დღის – 6.76%, 14 დღის კი – 5.66%.  

ინფიცირების 1 089 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 607 შემთხვევა, აჭარა - 102, იმერეთი -  108, ქვემო ქართლი - 82, შიდა ქართლი - 24, გურია - 22, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 83, კახეთი - 23, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 4-11 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. 3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.  მთავრობის გადაწყვეტილებით, არ იზღუდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება.

კომენტარები