სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეწყალებული 8 მსჯავრდებულიდან სამი სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს, მათ შორის ერთ ქალს, დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 6 მაისს გამოსცა.

კომენტარები