ვაქცინაცია

ვაქცინაციის პრიორიტეტულ ჯგუფებს საზ.ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები დაემატებიან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორებიც დაემატებიან. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებში ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირებიც შევლენ. მიმდინარე კვირას კი ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

კომენტარები