ვაქცინაცია

მიმდინარე კვირას, ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან

iStock

მიმდინარე კვირას, ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ თქვა. 

მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები. 

ასევე, საბჭოს ფორმატში განიხილება სხვადასხვა შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი. 

კომენტარები