ვაქცინაცია საქართველოში

ცერცვაძე: 1 მლნ ფაიზერი და 1 მლნ დოზა ნოვავაქსი ალბათ III კვარტალში შემოვა, ხელმოწერილია

ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, უკვე ხელმოწერილია კონტრაქტები, ასე ვიცით, რომ საქართველო ალბათ მიიღებს მესამე კვარტალში 1 მილიონ დოზა ფაიზერს და 1 მილიონ დოზა ნოვავაქსს.

ნოვავაქსი, ჩემი თვალსაზრისით, იქნება ყველაზე უკეთესი ვაქცინა მსოფლიოში, ოღონდ არ დაიწყოთ დაცდა ნოვავაქსისთვის, რადგან ის იქნება ივლის-აგვისტოში და ივლის-აგვისტომდე ჩვენ ვერ მოვითმენთ, იქამდე, უნდა გადავტეხოთ წელში ეპიდემია, და რამეთუ მთელი მოსახლეობა უნდა ავცრათ წლის ბოლომდე, ის ნოვავაქსი მოგვისწრებს, უფრო მეტიც, ზოგიერთს, ვინც ასტრაზენეკათია აცრილი, 6 თვე გავა და ხელმეორედ მოუწევს აცრა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კლინიკური საბჭოს სხდომის შემდეგ.

კომენტარები